26 მაისის, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის, როგორც ეროვნული ერთიანობის სიმბოლოს აღნიშვნის თავისებურებები საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში; რუსული ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ წელს საპირველმაისო ზეიმის საპროტესტო გამოსვლებში გადაზრდის შიშით დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები, საოკუპაციო რეჟიმის მიერ „მითვისებული“ შინაარსშეცვლილი და იატაქვეშეთში გადასული ეროვნული ძალების მიერ ბოიკოტირებული 26 მაისი, რომელმაც საქართველოს რეგიონებში ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციის ხასიათი მიიღო; 11 თებერვალი და 26 მაისი 1922-1923 წლების მთავარი საპროტესტო თარიღები, რომლებსაც ბოლშევიკური რეჟიმი დარბევებითა და დაკავებებით პასუხობდა.
სტუმარი – სოვლაბის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი (სატელეფონო ჩართვა)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: