#სახლისკენ - ოკუპაციამდელი საქართველოს შემოქმედებითი ბოჰემა
#სახლისკენ - ოკუპაციამდელი საქართველოს შემოქმედებითი ბოჰემა

გიამბობთ მწერალთა სახლის მიერ დაგეგმილ ქართულ ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალზე ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის – Georgia’s Fantastic Tavern – Where Europe Meets Asia, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ქართველი მწერლები, ჟურნალისტები, ლიტერატურის კრიტიკოსები, მხატვრები და ისტორიკოსები ისაუბრებენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და 1910-20-იანი წლების თბილისის ავანგარდული კაფეების ესთეტიკაზე, ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ. ფესტივალის პარტნიორები არიან ბრიტანული ბიბლიოთეკა (British Library) და ამერიკული ლიტერატურული პლატფორმა „სიტყვები საზღვრებს გარეშე“ (Words Without Borders). ლიტერატურული ფესტივალი 1921 წლის თებერვლის რუსული ოკუპაციიდან ერთი საუკუნის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად ტარდება; ფესტივალის კონცეფციისა და პროგრამის შედგენაში ასევე მონაწილეობს ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი მაია ჯაგი (ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი); ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ 11 ღონისძიების მონაწილეები ისაუბრებენ თავისუფლებაზე, სატირასა და იუმორზე, ქალებზე ხელოვნებაში, თანამედროვე მთარგმნელობით პროცესებზე, თბილისზე, კაცის კულტსა და მასკულინობაზე, პოლიფონიასა და ჯაზზე, ასევე ქართულ სამზარეულოზე;

ფესტივალის საპატიო სტუმრები: ნინო ხარატიშვილი და ბორის აკუნინი; დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ნანა ექვთიმიშვილი, თამთა მელაშვილი, ლაშა ბუღაძე, დათო გაბუნია, ბექა ადამაშვილი, ზურაბ ქარუმიძე და არჩილ ქიქოძე. მთარგმნელები, ლინ კოფინი და თამარ ჯაფარიძე, ისაუბრებენ თარგმანის სირთულეებსა და ქართული ლიტერატურული ტექსტების ინგლისურენოვან თარგმანებზე.

სტუმარი – ნატა ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: