#სახლისკენ - „ნეანდერტალელები საქართველოში“(დოკუმენტური ფილმი)
#სახლისკენ - „ნეანდერტალელები საქართველოში“(დოკუმენტური ფილმი)
  • დოკუმენტურ ფილმი მოგვითხრობს ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსსა და საკაჟიას მღვიმეებში მიმდინარე კვლევებისა და ახალი აღმოჩენების შესახებ; აღწერილია ნეანდერტალელთა ისტორია, მათი კულტურა, ვინ არიან ნეანდერტალელები, როგორ ცხოვრობდნენ, როგორი იყო მათი სოციალური წყობის თავისებურებები და რას ნიშნავს ანატომიურად თანამედროვე ადამიანი; როგორ ჩანაცვლდნენ ნეანდერტალელები თანამედროვე ადამიანით და არის თუ არა საქართველოში შემორჩენილი პალეოლითის(ძველი ქვის) ხანის საკვლევი მასალა და, ზოგადად, რამდენად საინტერესოა ამ ეპოქის კვლევის თვალსაზრისით საქართველო და კავკასია? რამდენად მნიშვნელოვანია ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მსოფლიო მასშტაბით და როგორ ხდება არქეოლოგიური კვლევისთვის მზადება და სპეციალისტების გუნდის დაკომპლექტება.
ფილმი ეძღვნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, არქეოლოგ ერეკლე ქორიძის, ასევე ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრის შაქრო ფორჩხიძის ხსოვნას და გადაღებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „არქეოლოგია ყველასათვის“ ფარგლებში.
სტუმრები – თათა აღაპიშვილი, არქეოლოგიის დოქტორი, კვლევითი ჯგუფის ძირითადი წევრი და თამარ არსენიძე, არქეოლოგი, დოქტორანტი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: