#სახლისკენ - ნასპერული ესკიზები, ანუ აღმოაჩინე თავიდან
#სახლისკენ - ნასპერული ესკიზები, ანუ აღმოაჩინე თავიდან

მობილური ოპერატორების გადამცემი ანძების სამონტაჟო სამუშაოებისას აღმოჩენილი ანტიკური არტეფაქტები და ადგილი, სადაც ლეგენდის თანახმად, ძველად დევები ცხოვრობდნენ, უზარმაზარ მრგვალ ქვებზე მჭადებს აცხობდნენ და ადგილობრივებმა „დევების ნასახლარი“ შეარქვეს, მეცნიერების მტკიცებით დაახლ. მილიონი წლის წინანდელ ბუნებრივ კონკრეციებს წარმოადგენს და ის უბრალოდ სეპტარიების ველია; სარიტუალო სიმღერაში წარმართული ხანიდან შემორჩენილი ტრადიცია და ქართული ხორბლის ჯიშები, რომელთა სახელწოდებაც ადგილობრივმა ტოპონიმებმა შემოინახა; ლეჩხუმური ტრადიციული კულინარიითა და სტუმართმოყვარეობით კომპენსირებული გაუმართავი ინფრასტრუქტურა; დავიწყებას გადარჩენილი და მოხუცებული დიასახლისებისგან ჩაწერილი ძველი კერძების რეცეპტები და დაკარგული, ან გაქრობის პირას მყოფი სასურსათო ნედლეულის სახეობათა შენარჩუნებ-აღდგენის გეგმები.
სტუმარი – ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერის საჯარო სკოლის მასწავლებელი ხათუნა ღურჭუმალიძე (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: