#სახლისკენ - ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დღეიდან კრიმინალიზირებული გახდა
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელზეც შსს თვეების განმავლობაში მუშაობდა და პარლამენტმა შარშან, 30 ნოემბერს დაამტკიცა, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სამი წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. გონივრული ეჭვის შემთხვევაში, სამართალდამცველები მძღოლებს პორტატული ნარკოტესტით შეამოწმებენ. დეტალებზე გადაცემაში „სახლისკენ“ შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ბექა დოჭვირმა ისაუბრა.