„ყალბი ნამუშევრების არსებობა მთელი მსოფლიოსთვის პრობლემაა. განვითარებულ ქვეყნებს უფრო მეტი რესურსი აქვთ საიმისოდ, რომ ნამუშევრის წარმომავლობა გაარკვიონ, საქართველოში კი ამისთვის აუცილებელი ქიმიურ-ლაბორატორიული ბაზა არ გაგვაჩნია. როდესაც ნამუშევარი ხელში გიჭირავს, ხვდები, რომ აშკარად ძველია, მაგრამ იწყებ ანალიზს, დახატავდა თუ არა ამას ის კონკრეტული მხატვარი. ეს უფრო სუბიექტური სფეროა, მე პირადად ყოველთვის დამოკიდებული ვარ ჩემს ინტუიციასა და თვალზე.“
სატელეფონო ჩართვა: ქრისტინე დარჩია, ხელოვნებათმცოდნე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: