#სახლისკენ - მწყემსებს ადევნებული ახალგაზრდა ფოტოგრაფის მოგზაურობა თუშეთში
National Geographic Magazine – საქართველოს სტატია „გზაზე“ და მასზე სამუშაოდ ცხვრის ფარას ადევნებული ფოტოგრაფი; მწყემსების ცხოვრების ამბად ჩაფიქრებული რეპორტაჟი, რომელიც მოულოდნელად საინტერესო თავგადასავლად იქცა და ხელახლა აღმოჩენილი თუშეთი; ახლოდან დანახული ცხვრის გადარეკვის ტრადიცია და ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე სოფელში შემონახული ტრადიციული თუშური არქიტექტურა ბრტყელი სიპი ქვისგან ნაშენ საცხოვრისებს შორის ჩადგმული სასიგნალო კოშკებით; თუშური კულინარიის თავისებურებები, უცნაური მწყემსური სადღეგრძელოები და „უცხო“ თვალით დანახული ადგილობრივი ტრადიციები; მოგზაურობისას დამსხვრეული მითები პირქუშ მწყემსებსა და განებივრებულ ქალაქელებზე; „აღმოაჩინე თავიდან“ – რუბრიკა სამშაბათობით, რომელშიც მოგზაურობის მოყვარული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გიამბობენ საქართველოს ნაკლებად ცნობილ, ან ძნელად მისადგომ, ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილებზე.
სტუმარი – ჟურნალისტი და ფოტოგრაფი გიორგი გოგუა „ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის“ 2020 წლის გამარჯვებული, National Geographic Magazine – საქართველოს სტატიის („გზაზე“) ავტორი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: