#სახლისკენ - ნისლიან-ფერმკრთალ რიჟრაჟში მომღერალი
#სახლისკენ - ნისლიან-ფერმკრთალ რიჟრაჟში მომღერალი
  •  FM ნავიგატორი – სამედიცინო ტექნოლოგიის სიახლეები: რითია გამორჩეული ახალი ხელოვნური გული, რომლის წარმოებაზე და გაყიდვაზე ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ გასცა ნებართვა? როგორ მუშაობს ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი პორტატული მოწყობილობა, „კოვიდ ჰანტერი“, რომელსაც შეუძლია ახალი კორონა ვირუსის მატარებელი ადამიანებისა და ამ ვირუსით დაბინძურებული ზედაპირების ამოცნობა და რა მნიშვნელობა აქვს ამ მოწყობილობის დანერგვას ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში დაბრუნებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით? როდისთვის გეგმავს ელონ მასკის კომპანია SpaceX მორიგ კოსმოსურ ექსპედიციას, რომელიც საქველმოქმედო მიზანს მოემსახურება და რომელში მონაწიელობაც ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი? მუსიკალური სამყაროს სიახლეები: როგორ აისახა 20 გრემის მფლობელი ტონი ბენეტის ცხოვრებაზე ალცჰეიმერის დიაგნოზი, რომელიც მას ექიმებმა 5 წლის წინ დაუსვეს? რაში ადანაუშაულებს რამდენიმე ქალი ცნობილ მუსიკოსს, მერლინ მენსონს, რა რეზონანსი მოჰყება ამ ბრალდებებს შოუ ბიზნესში და როგორ წარიმართება მუსიკოსის კარიერა ამ სკანდალის შემდეგ?
  •  თემურ წიკლაური – მომღერალი, რომელსაც მთელი საქართველო ერთიანი დანანებით ემშვიდობება; რა განაპირობებს მომღერლის და მუსიკოსის მიმართ საყოველთაო სახალხო სიყვარულს? რამდენად განსაზღვრავს ხელოვანის პიროვნული თვისებები და ღირებულებები მის გამორჩეულობას, ან პოპულარობას?
  •  პოპულარული სიმღერა „ბალადა ხევსურზე“, რომელის მელოდიაც ერთ დროს „უცნობი“ ავტორის ტექსტზე, „ლექსო ამოგთქომ ოხერო“ დაიწერა, მაშინ როცა ცოტამ თუ იცოდა, როგორი ტრაგიკული ბედი ერგო ბოლშევიკების მიერ სასტიკად მოკლულ ამ ლექსის ავტორს, ვისი სახელის ხსენებაც კი არ შეიძლებოდა.
  •  ბიზნესპარტნიორი სახლისკენ – რუბრიკა საქმიანი ადამიანებისათვის.
  •  როგორი იყო მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მუსიკალური ინდუსტრია საბჭოთა ცენზურის პირობებში?
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: