#სახლისკენ - მწერლის მეხსიერებაში შთაბეჭდილების მიხედვით „დალაგებული“ ბავშვობის წიგნები
სათავგადასავლო ნაწარმოებებით დაწყებული მეგობრობა წიგნებთან და ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება, რომლის წყალობითაც მწერლის მეხსიერებაში ამ წიგნით იწყება ბავშვობის წიგნების ჩამონათვალი; პერსონაჟები, რომლებიც ათწლეულების შემდეგაც მკაფიოდ ახსოვთ სიუჟეტის დეტალებისგან განსხვავებით და ასაკთან ერთად გამოცოცხლებული ბავშვობის მოგონებები; საბნის ქვეშ, ფარნის შუქზე ჩუმად წაკითხული წიგნები, როგორც ათასობით კითხვის მოყვარულის ბავშვობის საერთო მოგონება, განსხვავებული ემოციები, რომლებსაც იწვევენ სხვადასხვა წიგნების პერსონაჟები და ბრმა პიუ, რომელსაც ბორხესმა ლექსი მიუძღვნა; მეკობრედ ქცეული შეყვარებული ექიმი და წითელი ხით აგებული კარაველა, რომელსაც კაპიტნის გულისსწორის სახელი ერქვა; ბურების მხარეს მებრძოლი კლონდაიკში გამდიდრებული თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდა და წიგნის პერსონაჟი, როგორც ტექსტში მოთხრობილი ამბების „ექსკურსიამძღოლი“; დროზე ადრე, უფროსი მეგობრების მიბაძვით წაკითხული ბალზაკი და ზრდასრულობისას ბავშვობის საყვარელი წიგნით იმედგაცრუება; თანამედროვე ბავშვობის წიგნები და მათზე საუბარი, როგორც თაობებს შორის კავშირის საშუალება.
სტუმარი – ზაალ სამადაშვილი, მწერალი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: