დათია ბადალაშვილმა ქალაქი 5 წლის წინ დატოვა და საცხოვრებლად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გადასახლდა. სრულიად შემთხვევით იპოვა გადაგდებული წიგნები, გაასუფთავა და შეაგროვა. ახლა ბიბლიოთეკის გახსნას გეგმავს, მასზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამაში „ახალი დღე“ გავიდა სიუჟეტი, რომელსაც გამოეხმაურა საზოგადოება და ბიბლიოთეკა უკვე მდიდრდება სხვადასხვა გამოცემით.