#სახლისკენ - მუსიკალური ცხოვრება 1918-1921 წლების საქართველოში, ანუ ქართული პროფესიული მუსიკის ევროპული ფესვები
- იმპერიების შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების მუსიკალური კულტურის განვითარების ევროპულ-ქართული პარალელები; ძველი და ახალი ქართული პროფესიული მუსიკა, როგორც ევროპული მუსიკალური კულტურის ნაწილი; ახალი ქართული პროფესიული მუსიკის განვითარება – თერგდალეულთა თაობის ერთ-ერთი საზრუნავი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაარსებული ოპერა, მუსიკალური განათლების კერები, უმაღლესი მუსიკალური განათლების მისაღებად უცხოეთში წასული ქართველი ახალგაზრდები: ვიქტორ დოლიძე, დიმიტრი არაყიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, მისი პირველი ქართული ოპერა „დარეჯან ცბიერი“, როგორც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ევროპული მუსიკალური ცხოვრების სამზადისი და იმ წლების საქარელოს უმნიშვნელოვანესი მუსიკალური მოვლენები: ევროპული ტიპის უმაღლესი მუსიკალურის სასწავლებლის, კონსერვატორიის გახსნა, თბილისის ოპერის თეატრის გახსნაზე ვაგნერის ტანჰოიზერით შეცვლილი გლინკას რუსული იმპერიული სულისკვეთებით გაჟღენთილი „ივან სუსანინი“; ხანმოკლე დამოუკიდებლობის პარიოდი, როგორც მიზეზი იმისა, რომ ქართული კლასიკური მუსიკა ვერ მოხვდა საერთაშორისო ასპარეზზე და ოკუპაციის გამო ჩაშლილი ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ პარიზულ სცენაზე დადგმის მცდელობა.
სტუმარი – მუსიკისმცოდნე მაია სიგუა (სატელეფონო ჩართვა)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: