პიკის საათი - 25.10.2023
პიკის საათი - 25.10.2023

1) რეპორტაჟი როსტომ ჩხეიძის ახალი წიგნის „დღენი საპარლამენტონი“ პრეზენტაციიდან

თამარ მეფის ხანა, ილია ჭავჭავაძე საბანკო სხდომები, აკაკი წერეთლის ქუთაისის ბულვარი, ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის საპარლამენტო ამბები, ვიქტორ ჰიუგოს „ოთხმოცდაცამეტი წელი“ და მარიო ვარგას ლიოსას „ბოლო ჟამის ომი“ როსტომ ჩხეიძის პოლიტიკურ რომანში „დღენი საპარლამენტონი“

რესპონდენტები: როსტომ ჩხეიძე, ნინო ვახანია და მარიამ მირესაშვილი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

2) ჯორჯ ბიზე – 185

კომპოზიტორი, რომელმაც პირველი სიმფონია 17 წლის ასაკში დაწერა!

სტუმარი: მაია სიგუა – მუსიკისმცოდნე.

 

3) 86 წლის ავთანდილ ჩხიკვაძე მყივარწვერზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მოყვარულ ალპინისტებს: ავთანდილ ჩხიკვაძეს (86 წელი), თამაზ შარაშენიძესა (69 წელი) და ვაჟა ჩაგელიშვილს (80 წელი) შეხვდა. შეხვედრაზე მყინვარწვერის ექსპედიციასა და ქართული ალპინიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

სტუმარი: ავთანდილ ჩხიკვაძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

 

4) „რანინელი“ მარიამ გომიაშვილის საერთაშორისო წარმატება

„რანინელი“ მარიამ გომიაშვილის წარმატება. პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსიდან მარიამი მნიშვნელოვანი ჯილდოთი დაბრუნდა.

სტუმარი: მარიამ გომიაშვილი – „რანინას“ კონკურსანტი, ნათია სვანაძე – მომღერალი; მარიამის პედაგოგი.

 

5) გურგენ გურჩიანის წიგნის „სვანური მუსიკალური ფოლკლორი ეთნომუსიკალურ ასპექტში“ პრეზენტაცია და ანსამბლ „შგარიდას“ კონცერტი

სატელეფონო ჩართვა: გურგენ გურჩიანი – დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის „შგარიდას“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: