#სახლისკენ - მულტიმედიური პროექტი WAR Diaries - არტისტების მოყოლილი ომის ამბები
#სახლისკენ - მულტიმედიური პროექტი WAR Diaries - არტისტების მოყოლილი ომის ამბები

28 და 29 მაისს თბილისის რამდენიმე გალერეა მულტიმედიურ პროექტ WAR Diaries-ის უმასპინძლებს;

პროექტში მონაწილე მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები და მწერლები მხატვრული ხერხებით გადმოსცემენ ომის ამბებს;

პროექტის მონაწილეების მიზანი სხვადასხვა შემოქმედებითი ფორმებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმააციის გავრცელებაა და გამოფენებს, მუსიკალურ წარმოდგენებს, ასევე გამოხატვის სხვა მხატვრული ფორმებით წარმოდგენილ ღონისძიებებსაერთიანებს.

პროექტის თბილისური ნაწილი შედგება Gallery Weekend-სა და ლაივ სტრიმინგისაგან MUTANT Radio-ში უკრაინელი და ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით.

პროექტში 13-მდე გალერეა და ხელოვნების დაწესებულებაა ჩართული: ARTBEAT, 4710, E.A. საერთო სივრცე და ჟურნალი დანართი, WINDOW PROJECT, PROPAGANDA NETWORK, Posta da Kona & LC Queisser, THE WHY NOT გალერეა, Patara გალერეა, JIBU/TASO, MAUDI და LifeNStyle.

პროგრამის თითქმის ყველა უკრაინელი მონაწილე უკრაინაში რჩება. ამიტომ, ღონისძიების მიზანია შეაგროვოს დაფინანსება მათ მხარდასაჭერად ამ რთულ დროს.

სტუმარი – ანა რიაბოშენკო, პროექტის კურატორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: