„რატომ ვერ შეძლეს ეკონომისტებმა გლობალური ფინანსური კრიზისის პროგნოზირება?“ – ეს კითხვა დაუსვა გლობალური ფინანსური კრიზისის სიმწვავით შეშფოთებულმა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა – ელიზაბეტ მეორემ თავის თანამემამულე ეკონომისტებს, დიდი ბრიტანეთის აკადემიის წევრებს (British Academy Review, 2009), რითაც ახალი იმპულსი შესძინა მათ სამეცნიერო დისკურსს ამ საკითხზე.
დღეს მიმოვიხილავთ მსოფლიოს გლობალური კრიზისების ისტორიას; ვსაუბრობთ მკვლევარი ეკონომისტების ურთიერთსაპირისპირო თეორიებზე, გლობალური ფინანსური კრიზისების გამომწვევ მიზეზებსა და პერსპექტივებზე.
სტუმარი: ელგუჯა მექვაბიშვილი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: