28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, გამომცემლობა „ინტელექტის“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ ორგანიზებით ლიტერატურის მუზეუმში „მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ გაიმართება. „აკრძალული წიგნების კვირეულის“ სლოგანია „ცენზურა გვყოფს – წიგნები გვაერთიანებს!“, ღონისძიების მიზანი კი საქართველოში სიტყვის, გამოხატვისა და გამოცემის თავისუფლების მხარდაჭერაა.