#სახლისკენ - მომღერალი Maria Lidze - ინგლისელი გოგონა ქართული ფესვებით
ინგლისში მცხოვრები ქართველი მომღერალი სცენური სახელით Maria Lidze (მარიამ ხერხეულიძე) 24 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში დაიბადა და ინგლისში გაიზარდა,კარგად ფლობს ქართულ ენას და იცნობს ქართულ კულტურას, რაც მისი მშობლების დამსახურებაა. უმაღლესი სასწავლებლის (University of West London) მუსიკალური ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მარიამმა დაამთავრა მაგისტრატურა ჯაზის განხრით. უკრავს ვიოლინოზე, აქტიურად წერს სიმღერებს და მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტსა და სარეკლამო კლიპში. მომღერალი საქართველოში ჩამოსვლის დროს მართავს საქველმოქმედო კონცერტებს მიუსაფარი ბავშვებისთვის. მარიამი ინგლისში სხვადასხვა კონცერტის და ბევრი პრესტიჟული და საქველმოქმედო საღამოს მონაწილეა, მათ შორის ბრიტანეთის პარლამენტში გამართული ღონისძიებისა. რეკლამებში და ვიდეოკლიპებში აღებული ჰონორარით იგი ობოლ ქართველ ბავშვებს ეხმარება.
სატელეფონო ჩართვა ინგლისიდან: Maria Lidze (მარიამ ხერხეულიძე).
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: