პომპეუსის ხიდის სახელწოდებით შემორჩენილი მცხეთის ხიდი საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო-სატრანსპორტო მაგისტრალის ნაწილს წარმოადგენდა. აქ თავს იყრიდა დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრებამდე და შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გამავალი საერთაშორისო სავაჭრო გზებიც. მტკვარზე გადებული ხიდი ელინისტური ეპოქიდან უნდა არსებობდეს, რასაც სტრაბონის ცნობებიც ადასტურებს. რას მოგვითხრობს სხვადასხვა ისტორიული წყარო ამ ხიდის შესახებ?
სატელეფონო ჩართვა: ქეთევან შოშიაშვილი, ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: