შიდა ქართლის ძველ დასახლებებში გაჩერებული დრო და ცენტრალური ავტომაგისტრალიდან ხელის გაწვდენაზე ახალი ჰობის წყალობით აღმოჩენილი სოფლების „მოკრძალებული“ ხიბლი; გერმანელი ავტორის ტექსტზე მუშაობისას ნანახი, 10 წლისწინანდელი ფოტოებზე აღბეჭდილი სოფელი წინარეხი ვიწრო ქუჩებით, გორაკებით, ქვის სახლებით და ქართლურ-იტალიური პარალელები; ფრაგმენტები ქართულ-გერმანული ურთიერთობების ფაზლისთვის, რომელთანაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ-ერთ პორტალს მივყავართ; სასახლეების, ციხე-კოშკების, გალავნების ნაშთები, ძველი მარნები, სასაფლაო ძველი ციხის გალავანში, საფლავის ქვების ეპიტაფია-ორნამენტების სევდა და სხვა საერო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კასპის მუნიცეპალიტეტში; სოფლების ისტორიის შემსწავლელი ადგილობრივი კლუბების გერმანული გამოცდილება და მემკვიდრეობა, როგორც განვითარების რესურსი, ან „აღმოსაჩენი“ საქართველოს ნაწილი არა მარტო უცხოელებისთვის, არამედ ქართველებისთვის;
სტუმარი – ანა მარგველაშვილი, სათემო განვითარების ცენტრი (სატელეფონო ჩართვა)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: