ვირჯინია ვულფის აზრთა დინება: 25 იანვარს დაიბადა ინგლისელი მოდერნისტი მწერალი ქალი ვირჯინია ვულფი. ის თავის ნარკვევში „თანამედროვე პროზა“ თანამედროვე ლიტერატურის წარმომადგენლებს ურჩევდა, რომ აღეწერათ ატომები, რომლებიც „გონებას აწვიმს,“ თანაც იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც ისინი მას ეცემა. როგორია ვულფისეული „ატომების“ დინება – მისი ცნობიერების ნაკადი და რამდენად რთულია მთარგმნელისთვის მის ნაწარმოებებთან ურთიერთობა?
მოდერნიზმი ევროპასა და საქართველოში: სად იწყება ევროპული და ქართული მოდერნიზმის ისტორია, ვინ არიან ამ მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი მწერლები, როგორ შეიძლება განვითარებულიყო საქართველოში ეს მიმდინარეობა, რომ არა – გასაბჭოება?
რუბრიკა – „ბიზნესპარტნიორი სახლისკენ“.
თამარ დადიანიძის ART – მიმოხილვა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: