#სახლისკენ - თანამგზავრ ტალღაზე მოსასმენი ამბები
#სახლისკენ - თანამგზავრ ტალღაზე მოსასმენი ამბები
  • FM ნავიგატორი – ტექნოლოგიური სიახლეები: როდის გახდება ცნობილი იმ კონკურსის დეტალები, რომლის გამარჯვებულსაც SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი 100 ათას დოლარს ჰპირდება პრიზის სახით? როგორ დაეხმარება Facebook-ის ახალი ალგორითმი მცირედმხედველ ადამიანებს ინტერნეტში გამოქვეყნებული ფოტოს „დანახვაში“ ხმოვანი აღწერის საშუალებით? შესაძლებელია თუ არა, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი საცდელი იმპლანტის საშუალებით ტვინის გარკვეული ზონების ელექტროსტიმულაციის დახმარებით დეპრესიის დამარცხება? საინტერესო ამბები შოუ ბიზნესისა და ვარსკვლავების შესახებ;
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნებიპარასკევობით გადაცემის სტუმრები, სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანები თავის ბავშვობის საყვარელი (ან არც ისე საყვარელი) წიგნების შესახებ გიამბობენ;
  •  ბიზნესპარტნიორი სახლისკენ – რამდენიმე წუთი საქმიანი ადამიანებისათვის;
  •  მუსიკალური კალენდარი – სხვადასხვა ეპოქაში და ქვეყანაში არაერთი სიმღერა აკრძალულა იმის გამო, რომ ცენზორებს მათ ტექსტში ძალადობისკენ მოწოდება, უხამსი ლექსიკა, ან საყოველთაოდ მიღებულ ნორმებთან სხვა სახის შეუსაბამობები ამოუკითხავთ. თუმცა, მუსიკის ისტორიას ისეთი შემთხვევებიც ახსოვს, როდესაც რადიოსადგურებმა და ტელეარხებმა შავ სიაში სრულიად უწყინარი, ზედმიწევნით კორექტული ნამუშევრები ერთიმეორეზე უცნაური მიზეზის გამო შეიტანეს. გაიგეთ რა გახდა ამის რეალური მიზეზი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: