საიდან იწყება ქართული მხატვრობა და ვის მიიჩნევენ სპეციალისტები პირველ ქართველ მხატვრად?
რა აკავშირებდა შუა საუკუნეების ქართულ მხატვრობას ბიზანტიური სახვითი ხელოვნების ტრადიციებთან და როგორ ეზიარა მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველი მხატვრების ჯგუფი დასავლეთევროპულ მხატვრობას?
რა გზა გაიარა მხატვრის პროფესიამ რელიგიური შინაარსის ტექსტებისა და რაინდული რომანების ილუსტრირებიდან, ან უბრალო ხელოსნობიდან, მოგვიანებით კი მხატვრობაში სხვადასხვა ჟანრების გაჩენიდან, ან ამა თუ იმ ეპოქის ხელოვნებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებიდან დღემდე და როგორ ახერხებდნენ გამორჩეული ნიჭის მხატვრები რელიგიური კანონიკის მოთხოვნების მიუხედავად საკუთარი, სრულიად განსხვავებული ხედვისა და ხელწერის შენარჩუნებას?
რა პერსპექტივებს ქმნის ახალი ტექნოლოგიური საშუალებები თანამედროვე მხატვრობის განვითარებაში?
სტუმარი – დავით ალექსიძე, სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, მხატვარი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: