#სახლისკენ - მივიწყებული ქართული კერძების კრებული „ქართული გემოს მემკვიდრეობა“ გამოიცა
ორწლიანი კვლევის შედეგად კულინარმა წყვილმა ქართული ტრადიციული კულინარიული რეცეპტების კრებული „ქართული გემოს მემკვიდრეობა“ გამოსცა. წიგნი 155 თანამედროვე და ძველ, უკვე მივიწყებული კერძების მომზადების წესს აერთიანებს და ის ქართულ-ინგლისურ ენებზეა. პროექტის ფარგლებში არჩილ ზამბახიძემ და ქეთევან პაპავამ იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ადგილობრივ უხუცეს ადამიანებთან ეძებდნენ ავთენტურ, ქართულ რეცეპტებს. თუ რას მოიცავდა და როგორ ვითარდებოდა ქართული გასტრონომია საუკუნეების განმავლობაში; გაიცნობთ ისეთი უცნაური დასახელების კერძებს, როგორებიცაა ყათმაყაიღამა, ადირგანირშა, მძაღე, აცხამგალი, ყურუთი, კოტრანა, ხირხიტო, ამაჟვა, ძრძ და სხვა. გადაცემაში „სახლისკენ“ კრებულის ერთერთმა ავტორმა არჩილ ზამბახიძემ ისაუბრა. წიგნი „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ დაფინანსებით გამოიცა.