დღეს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები შეიკრიბებიან, რომელთა მზრუნველობის ქვეშ მყოფ ძაღლებსაც ფონდ „საქართველოს მეგობრებთან“ ერთად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დედაქალაქის მასშტაბით 20 მისამართზე ხის სახლებს დაუდგამს. ამ თემაზე ისაუბრა გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: