#სახლისკენ - მითები და ფაქტები საქართველოს თანამედროვე საზღვრების ისტორიის კონტექსტში
მითოლოგიზირებული ისტორია და რუკები, როგორც კონფლიქტების წყარო თანამედროვე მსოფლიოში და ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული, მოუგვარებელი პრობლემებისგან „გაგქცევის“ ერთ-ერთი საშუალება; დიდებულ წარსულზე სასკოლო სახელმძღვანელოებით, რუკებითა და უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებით „გამყარებული“ წარმოდგენის გავლენა მეზობელ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე და სოციალური ინჟინერიის სამსახურში მყოფი საბჭოთა ისტორიოგრაფია, როგორც იდეოლოგიური იარაღი; მითოლოგიური „ისტორიული საზღვრების“ სწორი გაგება, საარქივო მასალების გასაჯაროება და თუნდაც „უხერხული“ სიმართლის ცოდნა, როგორც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა და თანამედროვე საქართველოს საზღვრების დადგენის ისტორიული ეტაპები;
სტუმარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ბექა კობახიძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: