1) კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი
კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმის კონცეფცია და შექმნის ისტორია;
სახლი, რომელიც მისი ბინადრების მემორიალური ნივთების დახმარებით ქვეყნის ისტორიაში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ მეხსიერებასთან ერთად ოთხმოციანი წლების ეპოქის, საქართველოში საბჭოთა იმპერიის ნგრევას რომ უძღვოდა წინ, წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალურ სურათს ინახავს;
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ მემორიალურ სახლ-მუზეუმში ორგანიზებული ღია კარის დღე, რომელიც ვიზიტორებს ამჯერად ჯინსის ისტორიას გააცნობს, 18 ნოემბერს გაიმართება.
სტუმარი: ნინი სანადირაძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ხელოვნებისა და კულტურის მენეჯერი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
2) მოზაიკური პანოების ბედი საქართველოში „მიონის“ მოზაიკის მაგალითზე
საბჭოთა ეპოქის საქართველოში შექმნილი მოზაიკებიდან დღეისათვის 300-მდეა შემორჩენილი, მათგან კი ორს აქვს მინიჭებული ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლის სტატუსი და სახელმწიფოსაც მხოლოდ მათი დაცვის ვალდებულება აქვს მაშინ, როცა დანარჩენი ნაწილი დღემდე განსაკუთრებული მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი.
მიუხედავად მათი მხატვრული ღირებულებისა, თითოეული მათგანი ეპოქის სულისკვეთებას ასახავს და, შესაბამისად, ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ობიექტებად შეიძლება ჩაითვალოს, ამდენად კერძო მფლობელობაში აღმოჩენის შემდეგ მათ შენარჩუნებაზე ზრუნვის მექანიზმის შემუშავებაა საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი იმგვარი დაზიანება, ან ხელყოფა, როგორც „მიონის“ კედლის მოზაიკის შემთხვევაში მოხდა და 2021 წელს გამოცემული ბროშურა „თბილისის ღირსშესანიშნაობები“, რომელიც თბილიში შემორჩენილ მოზაიკას მიეძღვნა
სტუმარი: ნატალია ამირეჯიბი – მოზაიკების სპეციალისტი, ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდის, „რიბირაბოს“ თანადამფუძნებელი
3) თამარ დადიანიძის რუბრიკა – „არტნიუსი“
ქართული კულტურის დღეები სტოკჰოლმში.
სტუმარი: ირინა ცერცვაძე – „ვიპიარ ჯგუფი“ / GCC- MALTA – დამფუძნებელი, საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი.