პიკის საათი - 11.01.2024
პიკის საათი - 11.01.2024

1) B612 – წიგნის მოყვარულთა საზოგადოება ზუგდიდში

ჩართვა ზუგდიდი: ბესიკ არახამია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი.

 

2) ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის „გრინჩი“ თბილისში

 

3) პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო    

წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, მასწავლებელი, საგანმანთლებლო პროგრამა და პროფესიული განათლების ბიზნესპარტნიორი – ნომინაციები, რომლებშიც პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2023 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

სტუმრები: მათე ტაკიძე – კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი;

ნონა ღუდუშაური – კოლეჯი „მერმისის“ პროგრამის „სამკერვალო წარმოება“ ხელმძღვანელი;

ზებურ ბოლქვაძე – კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიული განათლების სტუდენტი;

ვლადა ხიმენკო – კოლეჯ „ბლექსის“ პროფესიული განათლების მასწავლებელი.

 

4) მაკა ბარდაველიძის ბენეფისი

მსახიობ მაკა ბარდაველიძის ბენეფისი მოზარდ მაყურებელთა თეატრში და საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია.

სტუმრები: მაკა ბარდაველიძე – მსახიობი; მაია ჩართოლანი – რეჟისორი.

 

5) „ოქროს  მუზა“ ქარვისფერ მალტაზე

ვოკალი, საესტრადო, თეატრალური, კლასიკური მიმართულება, ფერწერა – მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების მეათე საერთაშორისო კონკურსს/ფესტივალს მარტში კუნძული მალტა უმასპინძლებს. ქართული ბიბლიოთეკა მალტაზე.

სტუმარი: ირინა ცერცვაძე – მალტის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: