10 იანვარს დაიბადა მედეა გონგლიაშვილი – ნანი ბრეგვაძის უცვლელი აკომპანიატორი და მეგობარი.
„მედეას სახით მრავალმხრივ ნიჭიერი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული, თავდაჯერებული, დიდი შესაძლებლობების მქონე პიანისტ-აკომპანიატორი და იმპროვიზატორი მედგა გვერდით. მას არასდროს წარმოედგინა, რომ არტისტი გახდებოდა – ის ხომ ფიზიკოსი იყო განათლებით, მე კი პიანისტი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და მან დაკვრა დაიწყო, მე კი-სიმღერა..“
სატელეფონო ჩართვა: ნანი ბრეგვაძე, მომღერალი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: