#სახლისკენ - „მე კარგად ვიცი, მალე მოვკვდები, მე ვერ გავუძლებ ამ საუკუნეს“
„ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა“ – წიგნი, რომელიც 1941-1956 წწ. ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებას აღწერს;
წითელი ტერორის ეპოქის მარად ჭაბუკი პოეტი, რომლის პოეზიაც ერთნაირად საყვარელია ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისათვის;
რუსთაველის პროსპექტი, ლადოს ჭადარი და თბილისის მეხოტბედ ქცეული ქუთაისელი პოეტი, რომელიც საკუთარი ლექსების რედაქტირების კატეგორიული წინააღმდეგი იყო და საბჭოთა ცენზურის გადაწყვეტილებით „დაჭრილი“ წიგნის, „წინაპრების“ გადარჩენილი სასიგნალო ეგზემპლარის წყალობით მოგვიანებით გამოცემული ავტორისეული პოეტური კრებული.
სტუმარი – ზოია ცხადაია, XX საუკუნის ქართული პოეზიის მკვლევარი, ფილოლოგი, აკადემიური დოქტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: