#სახლისკენ - მე-15 არტისტერიუმი „რადიკალური იმედით“
- როგორ ვიცხოვროთ სამყაროში, რომელმაც მოულოდნელად დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა? არის თუ არა იმედი ასეთ სამყაროში და თუ არის, როგორ შეიძლება მისი გამოხატვა? კითხვები, რომლებიც ჯონათან ლირის ნაწარმოების სათაურით („რადიკალური იმედი“) შთაგონებული თანამედროვე ხელოვნების კოლექციების გამოფენის კონცეფციას დაედო საფუძვლად; ეროვნულ გალერეაში, არტისტერიუმის ორგანიზებით და თბილისში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით, პოლონური და აღმოსავლეთ ევროპული თანამედროვე ხელოვნების კოლექციების გამოფენა გაიმართება. ექსპოზიცია, სახელწოდებით „რადიკალური იმედი“, ორმოცდაათამდე მხატვრის სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. ამ და სხვა პროექტებზე, რომლებსაც არტისტერიუმი 15/2022 აერთიანებს საუბრობს სტუმარი – თანამედროვე ხელოვნების კურატორი მაგდა გურული
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: