ლიტერატურული კონკურსს ქართველი მწერლებისთვის „ვწერ მასწავლებლისთვის“, რომლის მიზანიც მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა-პოპულარიზაციაა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ წელს უკვე მეხუთედ ატარებს; საკონკურსო ნამუშევარი უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს, ასევე უნდა ასახავდეს მათი დაძლევის გზებს. კონკურსის სპეციალური ჟიურს მიერ შერჩეული საუკეთესო ათეული დასახელდება მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება 30 სექტემბერს.
სტუმარი – ნატო ინგოროყვა, პოეტი, მთარგმნელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ „მასწავლებილის“ და ინტერნეტგამოცემა mastsavlebeli.ge-ს მთავარი რედაქტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: