#სახლისკენ - „მაია ბარათაშვილი უკრაინისთვის“ - საქველმოქმედო კონცერტი უკრაინის დასახმარებლად
- აპრილს, აბრეშუმის ფაბრიკის დარბაზში, თბილისის ბიგბენდის სოლისტი მაია ბარათაშვილი ZMG ART-თან ერთად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და ომის გამო დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად. ბილეთების გაყიდვის შედეგად შეგროვილი თანხა გადაერიცხება წითელ ჯვარს. საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის დასწრება თავისუფალია; საკონცერტო პროგრამაში შედის ამერიკელი და უკრაინელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. მონაწილეობენ: გიორგი რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე, გიორგი მელიქიშვილი, სპეციალური სტუმარი: ზაზა მარჯანიშვილი, ვანიანო ხაჩიძე. ვიდეო არტი და ვიზუალური ეფექტები – ZMG ART.
სტუმარი – თბილისის ბიგბენდის სოლისტი, მუსიკოსი მაია ბარათაშვილი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: