პიკის საათი - 13.02.2024
პიკის საათი - 13.02.2024

1) რადიოს მსოფლიო დღე – ვაშინგტონი

„ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად „ამერიკის ხმამ“ ამჯობინა ქართული აუდიტორიის გარდა რელევანტური დარჩენილიყო ტელემაუწყებლობის ფორმატშიც, რაც ნიჭიერი კადრების პირობებში არ გაგვჭირვებია“.

რესპონდენტი: ანა კალანდაძე – მულტიმედიური სამაუწყებლო სადგურ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ხელმძღვანელი.

 

2) რადიოს მსოფლიო დღე – რადიო „იმედი“

„მაშინ, როდესაც რადიომ არსებობის მეორე საუკუნეში გადააბიჯა, მისი დღის აღნიშვნა მხოლოდ ამ საუკუნეში დაიწყო“.

რესპონდენტი: თამუნა აბშილავა – რადიო „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის წამყვანი.

 

3) „ძველი გურია“ – უნიკალური ცნობები, ფოტომასალა და საძიებლები ერთ წიგნად

13 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული გურამ შარაძის წიგნის, „ძველი გურია“ (ორ ტომად), წარდგენა.

„ძველი გურია“ გურამ შარაძის მიერ გამოსაცემად მომზადებული ბოლო ნაშრომია.

„მართალია, ის ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოცემას და კიდევ ერთი სურვილის, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმის დაარსებას, მაგრამ ახლა მისი ორივე სურვილი ასრულებულია“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი გამოცემის წინასიტყვაობაში.

გამოცემა შეიცავს უნიკალურ ცნობებს, ფოტომასალასა და საძიებლებს.

სტუმარი: ლევან თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირქტორი.

 

4) რადიოს მსოფლიო დღე რადიო „ფორტუნა“

„რადიო უკონკურენტო მედიაა! უდიდესი მადლობა ჩვენს მსმენელს ნდობისთვის და სიყვარულისთვის!“, – თათა სადრაძე.

რესპონდენტი: თათა სადრაძე – რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

 

5) რადიოს მსოფლიო დღე – საქართველოს რადიო 

 

6) მაია ბარათაშვილის ტრადიციად ქცეული კონცერტი

3 მარტს სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სამეჯლისო დარბაზში მაია ბარათაშვილი ახალი პროგრამით გელით გიორგი რაქვიაშვილთან (კლავიში), გიორგი სამსონაძესთან (კონტრაბასი), ჯორჯ მელისთან (დასარტყამი ინსტრუმენტები) და სპეციალურ სტუმრებთან – რომა რცხილაძესა და VANIANO-თან ერთდ.

რესპონდენტი: მაია ბარათაშვილი – მუსიკოსი.

წამყვანი: დავითველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: