მხატვრული ლიტერატურიდან არაერთი ისეთი პერსონაჟია ცნობილი, რომელსაც გააჩნია უნიკალური უნარი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეპოქაში ადამიანის ცხოვრების თანამდევი გახდეს. უცნაურია – ეს გამოგონილი, რეალურად არარსებული „პერსონები“ იმდენად ძლიერად ზემოქმედებენ, რომ ხშირად მათი ცხოვრების წესი, წარმოთქმული ფრაზები, განცდები უხილავ კვალს ტოვებენ ადამიანების სულსა და ცხოვრებაზე; უფრო მეტიც – ზოგჯერ ჩნდება მათი მიბაძვის, მათთან გაიგივების მძაფრი სურვილი, რაც ბედისწერის განმსაზღვრელადაც კი შეიძლება იქცეს. ალბათ სწორედ ეს არის ღირებული ლიტერატურა და „თუკი მენტალური უკვდავება საუკუნეებში რეალიზებული ურთიერთობაა, უკვდავი სწორედაც, რომ პერსონაჟია“.
სატელეფონო ჩართვა: თამაზ ვასაძე, ლიტერატორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: