#სახლისკენ - ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისათვის
19:31, 28.09.2021
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამომცემლობა პალიტრა L და სტუდენტური ბარათი აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის. კონკურსის ორგანიზატორები მონაწილეებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ მწერლობაში, ბევრ საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მიღებას სთავაზობენ, გამარჯვებული სტუდენტები კი გაემგზავრებიან საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ხუთდღიან ტურნეზე და მოისმენენ ლექციებს მხატვრულ წერასა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე.
სტუმარი – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“-ს დირექტორი ნინია მაჭარაშვილი სატელეფონო ჩართვა
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: