#სახლისკენ - ლაზიკის ომი, ბიზანტიური გარნიზონები ღომის „დიეტაზე“ და ლიმონარიუმის გასაშენებლად აფეთქებული ციხის კედლები
როდიდან გაჩნდა საქართველოს შავი ზღვისპირეთში ბერძნული და რომაული საფორტიფიკაციო ნაგებობები, რა დანიშნულება ჰქონდათ მათ და როგორ აღმოჩნდნენ გოთები დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე?
რას გვიამბობენ ისტორიული წყაროები დასავლეთ საქართველოს ფორტიფიკაციაზე, რატომ გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა მეცნიერებს შორის პეტრას ციხის ზუსტ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით და რა კვლევები ადასტურებს, რომ ამ სახელწოდების ციხე სწორედ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობდა?
რატომ მოუხმეს საშველად სპარსელებს ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყებულმა ლაზებმა და როგორ გადაიზარდა ამბოხი ლაზიკის ომში?
როგორ „დაიპყრო“ კომუნისტების დროს გაშენებულმა ლიმონარიუმმა პეტრას ციხის ტერიტორიის ნაწილი, რატომ ააფეთქეს ოსმალებმა ციხესიმაგრე რუსეთთან ომის დროს და რატომ გადაწყვიტა პეტრას ციხის დაკარგვამ ლაზიკის ომის ბედი?
სად მდებარეობს გვიან ანტიკური ხანის სხვა ბიზანტიური საფორტიფიკაციო ნაგებობები და როგორ დასცა ბიზანტიის გარნიზონების ბრძოლისუნარიანობა ღომმა, რომელიც მათი კვების რაციონის ძირითად კომპონენტს წარმოადგენდა?
სტუმარი: ნიკა ხოფერია, ისტორიკოსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: