28 თებერვალს დაიბადა მსახიობი და რეჟისორი ლადო მესხიშვილი.
შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნის დასაწყისში მან ქართული თეატრის სცენა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ტრიბუნად გადააქცია – ცენზურის სიმკაცრის მიუხედავად, კოლონიური პოლიტიკის საწინააღმდეგო რეპერტუარი შექმნა.
„მესხიშვილი თქვენი ცხოვრების სარკეა და ამ სარკეში ნათლად ხედავთ თქვენი ზნეობის დაცემას, თქვენს უვიცობას და გამათრახებას. ამას იმიტომ სჩადის, რომ ეს მისი მოვალეობაა და ამ მოვალეობას შეასრულებს უთუოდ!“ – ასე მიმართა ლადო მესხიშვილმა ქუთაისის გუბერნიაში გამართულ ერთ-ერთ შეკრებაზე იდეურ მოწინააღმდეგეებს.
სტუმარი: გიორგი ცქიტიშვილი – თეატრმცოდნე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: