საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გუშინ მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით „კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა“. ღონისძიების ფარგლებში შედგა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია. აპლიკაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ანდროიდ პლატფორმისთვისაა შექმნილი და მასზე საქართველოს კულტურული მარშრუტებია დატანილი. აპლიკაციის დახმარებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს ვიზიტი სერთიფიცირებული კულტურული მარშრუტების ფარგლებში. მომდევნო ეტაპზე აპლიკაცია IOS პლატფორმისთვისაც მომზადდება. აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „სახლისკენ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ისაუბრა.