#სახლისკენ - კორნელი კეკელიძე 140
#სახლისკენ - კორნელი კეკელიძე 140

აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წელი გავიდა.. ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა დამაარსებელმა საკუთარი სამეცნიერო მოღვაწეობის ამოცანად ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა განსაზღვრა. მისი ათასორას გვერდიანი ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, როგორც დასავლელი ორიენტალისტები აღნიშნავენ, არის საქართველოს ინტელექტუალური ღირსებისა და იმ უფლების დასაბუთება, რომ ქვეყანამ თავისუფალი სახელმწიფო ცხოვრებით იცხოვროს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს სიტყვები 1979 წელს, მეცნიერის 100 წლის იუბილეზე ითქვა.

სატელეფონო ჩართვა: მზექალა შანიძე – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსულტანტი, აკადემიკოსი.