პიკის საათი - 02.02.2023
პიკის საათი - 02.02.2023

1) მნიშვნელოვანი აღმოჩენები ეგვიპტიდან

2023 წლის იანვრის მიწურულს არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა მუმია, რომელიც შეიძლება, ყველაზე ძველი და სრულყოფილი იყოს ეგვიპტეში ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

ეგვიპტის მნიშვნელოვანი მკვლევრები და მათ მიერ აღმოჩენილი განამარხი ცივილიზაცია.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე

საერთაშორისო სეზონური (საგაზაფხულო) სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება შუა საუკუნეებიდან დღემდე, თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აფხაზეთის ისტორიის პოლიტიზირებისა და, შესაბამისად, ფალსიფიცირების მცდელობიდან გამომდინარე, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება სკოლის მსმენელებისთვის, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

სტუმრები: თეა ქართველიშვილი – პროექტის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ირინა გოგონაია – პროექტის კოორდინატორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი, პედაგოგიკის დოქტორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) „ჩვენ, თურმელები“

„არ მიყვარს ნაწარმოების წყვდიადით დასრულება, ვცდილობ, ხელჩასაჭიდი ხავსი მაინც დავტოვო, დავტოვო სინათლე გვირაბის ბოლოს…“. – ამბობს თამრი ფხაკაძე მის ახალ წიგნზე, რომელშიც თავმოყრილ, ქართული სულის მრავალწახნაგოვან ბუნებასთან დაკავშირებულ ამბებს 12 წლის განმავლობაში „ქსოვდა“.

სტუმარი: თამრი ფხაკაძე – მწერალი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) The Voice ფინალია!

ვოისის გუნდი, ფინალისტები და მწვრთნელები  ფინალისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. სცენაზე ქორეოგრაფიით დატვირთულ ნომრებს მშვიდი და ნოსტალგიური ნომრები ჩაანცვლებს.

რესპონდენტები: სოფო ტოროშელიძე, სტეფანე მღებრიშვილი, დათო ფორჩხიძე – მწვრთნელები;

კახა ასალამაზაშვილი, ირუ ხეჩანოვი, ანკა თათარაშვილი, ლიკუნა თუთისანი, ლიკა სირაძე, თინა დათიკაშვილი, თაკო კაკალაშვილი, გიორგი დათიაშვილი – ფინალისტები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: