თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს მუსიკალური ნაწარმოების შექმნის სტუდენტურ კონკურსს „მეცნიერება მუსიკაში“, რომელიც ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ -ის დაფინანსებით, პროექტის – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში.მონაწილეებმა უნდა შექმნან მუსიკალური ნაწარმოებები,რომლებიც შთაგონებული იქნება ნებისმიერი სამეცნიერო თემატიკით – სამეცნიერო აღმოჩენით, ტექნოლოგიური გარღვევით, ინოვაციური გამოგონებით, სამეცნიერო ჰიპოთეზით, სამეცნიერო ფენომენით, კვლევის პროცესით და სხვა.თემის დეტალებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას პროექტის კოორდინატორმა ნინი ქუთელიამ ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: