#სახლისკენ - „კირილე ზდანევიჩი 1892-1969. ცხოვრება და შემოქმედება"
წიგნის „კირილე ზდანევიჩი 1892-1969. ცხოვრება და შემოქმედება” პრეზენტაცია, რომლის დიდი ნაწილი პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის მემუარებს შეიცავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა. წიგნის ტექსტებზე გამოცდილ ავტორთა საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა. ის ეძღვნება კირილე ზდანევიჩს და იმ ეპოქას, რომელშიც ის მოღვაწეობდა. ავტორების განცხადებით, ზდანევიჩის შემოქმედება ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში საქართველოს ისტორიის ძალზე საინტერესო და დრამატულ პერიოდს დაემთხვა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ზდანევიჩის შვილიშვილი, მხატვარი ყარამან ქუთათელაძე.
სტუმარი: ყარამან ქუთათელაძე – მხატვარი.