#სახლისკენ - ხელნაწერთა ცენტრში დღეს „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, პერსონები, საარქივო დოკუმენტებიდან“ გამოფენა გაიხსნა
ხელნაწერთა ცენტრში დღეს ოკუპაციის კვირეული გაიხსნა. გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, პერსონები, საარქივო დოკუმენტებიდან“ ცენტრის კოლექციაში დაცული, უნიკალური არქივით შეიქმნა, რაც ისტორიული ფაქტების ცოდნასა და გააზრებას ისახავს მიზნად.
სტუმრები: მანანა ვარდაშვილი – ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტი, მარიამ კიკალიშვილი – ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტი.