11 მაისს დაიბადა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი – მედიცინის დოქტორი, ანთროპოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ფუძემდებელი.
დღეს ვსაუბრობთ ბლუმენბახის სამეცნიერო მოღვაწეობასა და წიგნზე – „ადამიანთა მოდგმის ბუნებრივი სახესხვაობების შესახებ“;
მისეულ ანთროპოლოგიურ ძიებებსა და კლასიფიკაციაზე, „კავკასიური მოდგმის“ ფენომენზე, რაც „მშვენიერი ქართველი ქალბატონის თავის ქალის“ შესწავლას უკავშირდება;
ასევე ჰეგელის „გონის ფილოსოფიის“ ფრაგმენტებსა და ქართველი მეცნიერის – გია კვაშილავას ვიზიტზე გიოტინგენის უნივერსიტეტში, სადაც ბლუმენბახის კოლექციის უნიკალურ ექსპონატებია დაცული.
სტუმარი: გია კვაშილავა – აფხაზეთის აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: