#სახლისკენ - იყო და არა იყო რა, ანუ ზღაპრული წახნაგები თანამედროვე გადასახედიდან
როგორ, ან რატომ იცვლებოდა და რედაქტირდებოდა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების ტექსტები, სიუჟეტები, გმირების ქცევა, ლექსიკა და ხასიათი? როგორ აისახება ეპოქის, ტერიტორიის, რწმენის, ან წარმოდგენების კონტექსტი ერთი და იგივე ზღაპრის სხვადასხვა დროს გავრცელებულ ვარიანტებზე? როგორ და ვინ იყენებდა ხალხური ზღაპრების უარყოფით პერსონაჟებს უცხოტომელის, ან მტრის მიმართ ნეგატიური განწყობის დასამკვიდრებლად? რისი შეცვლა შეიძლება ზეპირად მოყოლილ ზღაპრებში ისე, რომ თანამედროვე ბავშვისთვის ადვილად გასაგები იყოს, მაგრამ თავად ზღაპარმა არ დაკარგოს თავისთავადობა და ხიბლი? როდის იქცა ხალხური ზღაპარი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ ნიშნად? რატომ არ მოსწონთ „სასტიკი ზღაპრული რეალობა“ და რას კარგავს ზღაპრების ტექსტის რედაქტირება-შეცვლის შედეგად სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორი? როგორ აისახება ცხოვრებისეული რეალობა გამოგონილ ზღაპრულ ისტორიებში? რისთვის სჭირდება ზღაპრების ზიუჟეტებს ფორმულები? რითია საინტერესო მკვლევარისთვის ზღაპრების ლექსიკა და რაზე მეტყველებს ზღაპრებში ასახული ამა თუ იმ კუთხის ტრადიციები? რა მოხდება, თუ ყველა ხალხურ ზღაპარში დროის მოთხოვნების შესაბამის კორექტივებს შევიტანთ? რა იგულისხმება ფრაზაში „ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა“, რომლითაც ზღაპარი სრულდება?
სტუმარი: ნესტან რატიანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: