#სახლისკენ - ისტორიული ბრძოლები, რომელთა ბედი ბუნების სტიქიამ გადაწყვიტა
- კლიმატის ჭირვეულობის წყალობით ჩაშლილი გამოჩენილი მხედართმთავრების საბრძოლო გეგმები და ტყუილ-მართალი რუსეთის უცვლელი მოკავშირის, გენერალ Winter-ის შესახებ; ნაწვიმარზე ატალახებული ბრძოლის ველის გაშრობის ლოდინში დაბრკოლებული ფრანგული არტილერია ვატერლოოს ბრძოლაში და საომარი მოქმედების თეატრის ლანდშაფტური თავისებურებები, როგორც წარმატების, ან მარცხის წინაპირობა; ბუნებრივი ბარიერები, როგორც ქვეყნის დამცველთა ერთგული მოკავშირე მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, დამპყრობლებისგან თავისუფალი ზონების შენარჩუნების შესაძლებლობა და ერთიან სახელმწიფოში შემავალ ერთეულებს შორის ურთიერკავშირის შემაფერხებელი გარემოება; ქვეყნის დასაპყრობად მოსული, ადგილობრივი გეოგრაფიის უცოდინარი, მეგზურების ეშაკობის წყალობით შეცდომაში შეყვანილი მტერი და კონკრეტული ადგილის ბუნებრივი პირობების ცოდნა, როგორც უპირატესობა მომხდურთან ბრძოლისას; მოულოდნელად ადიდებული აბაშის წყალი და მდინარის პირას დაბანაკებული „წყალწაღებული“ არაბები; მე-15 საუკუნეში ინგლის-საფრანგეთს შორის გამართული აზენკურის ბრძოლა, ატალახებულ ველზე გამაგრებული ინგლისელი მშვილდოსნები და ლაფში ჩაფლული ფრანგული კავალერია; ნაპოლეონის მოკავშირედ ქცეული, ფრანგული არტილერიის მიერ დაბომბილი გაყინული ტბა, რომელმაც აუსტერლიცის ბრძოლის ველიდან გაქცეული რუსის ჯარის დიდი ნაწილი იმსხვერპლა; დუნაის ძლიერი დინებით დანგრეული საპონტონე ხიდები, ნაპოლეონის არმიის პირველი სერიოზული მარცხი ასპერნ-ესლინგის ბრძოლაში და წელიწადის დროების თავისებურებებით განპირობებული ტევტონელი რაინდების „საომარი სეზონები“.
სტუმარი – სამხედრო ისტორიკოსი ნიკ ხოფერია
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: