მამის მონათხრობის წყალობით ნაპოვნი ებრაული თემის საფლავის ქვები ველისციხეში და ადგილობრივი მოსახლეობის მოგონებებში დარჩენილი ცნობები ველისციხელი ებრაელების შესახებ; ველისციხელი ქალის დახმარებით ისრაელში წასულ თანასოფლელებთან მესენჯერით დამყარებული კონტაქტი და ებრაული საფლავის ქვების განმასხვავებელ-დამახასიათებელი ნიშნები; ახალგაზრდა აქტივისტთა ჯგუფი, რომელმაც ისრაელის საელჩოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მიაკვლია ებრაელთა მემკვიდრეობის ძეგლს კახეთში, ველისციხის ებრაელთა სასაფლაოს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმობნეული ებრაული თემის ძველი, მიტოვებული საფლავები, როგორც გარკვეული ტიპის ტურისტული ინტერესის საგანი;
სტუმარი – ებრაული საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის Hillel Tbilisi-ს აღმარულებელი დირექტორი ქეთი ჩიკვილაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: