#სახლისკენ - „იპოვე შენი გუნდი“
თუ სამსახურს ეძებთ ან თქვენი კომპანიისთვის პროფესიონალი კადრის შერჩევა გინდათ, ამაში Joblink-ი დაგეხმარებათ. სტარტაპი ერთი წლის წინ ორმა მეგობარმა, გია გელაშვილმა და თამარ სიმონიამ დააფუძნეს და ამ დროის განმავლობაში 40-ზე მეტი სამსახურის მაძიებელი და დამსაქმებელი დააკავშირეს ერთმანეთს. სტარტაპის დეტალები გადაცემას
„სახლისკენ“ სტარტაპ ჯობლინკის ერთ-ერთი დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა,
გია გელაშვილმა გააცნო.