#სახლისკენ - ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად - დაფინანსების მოდელი
2018 წლის ბოლოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად შეცვალა დაფინანსების მოდელი. სპეციალური მასწავლებლის დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერიდან, ხოლო დამატებითი დაფინანსების ხარჯიდან, სკოლა მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით ყოველთვიურან იღებს მინიმუმ 500 ლარს. არსებული დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი გახდა სკოლამ აიყვანოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლისთვის საჭირო სპეციალისტი (პერსონალური ასისტენტი,ფსიქოლოგი, ჟესტური ენის, მობილობა ორიენტაციის სპეციალისტი და სხვა.)
სტუმარი: ეკა დგებუაძე – ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი.