საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი – მოიძებნა სტუდენტების დაინტერესებისა და მათი სასწავლო და სამეცნიერო პროცესში აქტიურად და ხალისით ჩაბმის სრულიად ახლებური ფორმა. უკვე მესამე იმიტირებული სასამართლო პროცესი იმართება. ამჯერად სამსჯავროზე გადის ერეკლე II-ს მიერ განხორციელებული პოლიტიკა, რამდენად შეესაბამებოდა ქართველთა ეროვნულ ინტერესებს. პროცესი ხვალ, ექვს მარტს, 13:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართება. ინოვაციურ პროექტზე გადაცემაში „სახლისკენ“ პროექტის ავტორმა, ცნობილმა რეკორდსმენმა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა ჰენრი კუპრაშვილმა და სასამართლოში ჩართულმა სტუდენტებმა – ზაირა ბრეგვაძემ და ნათია ჩილაჩავამ ისაუბრეს.