#სახლისკენ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობენ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თინა ჩხარტიშვილი და შოთა ჯაფარაშვილი მონაწილეობენ მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც მრავალწლიანი ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ნაწილია და გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს.
პროექტის სახელწოდებაა СABOL (Caucasus Barcoding of Life Project), სათავო ორგანიზაციები კი ლეიბნიცის საზოგადოება, ბონის ზოოლოგიური მუზეუმი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.
პროექტში სხვადასხვა ქვეყნის კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტია ჩართული. მისი მიზანია კავკასიის რეგიონის ბიოლოგიური მრავალფეროვნების სრული აღწერა, ყველა სახეობის ნიმუშის შენახვა და გენეტიკური ბარკოდირება, ანუ დნმ მარკერის გაშიფრვა.
ამ რთულ სამუშაოს სტუდენტები ილიაუნის გენეტიკურ ლაბორატორიაში ასრულებენ.
სტუმრები: თინათინ ჩხარტიშვილი, ბიომრავალფეროვნების ბარკოდინგის პროექტის კოორდინატორი, ეკოლოგიის სპეციალობის მაგისტრი; შოთა ჯაფარაშვილი, პროექტის ტაქსონომიური კოორდინატორი, ეკოლოგიის სპეციალობის ბაკალავრი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: